მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისში ქალის ცხედარი იპოვეს

პოლიცია, შსს, ლენტი

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, მეზობლებმა ქალის ცხედარი იპოვეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, მას ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა და ჭრილობები, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს. მეზობლების თქმით, საქმე ოჯახურ კონფლიქტს ეხება.

PIA.GE -ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108, განზრახ მკვლელობის მუხლით. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.