უამინდობამ და ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა თბილისში. დედაქალაქში მერაბ მამარდაშვილის ქუჩის კუთხეში ქარმა აკაციის ხე მოგლიჯა.
როგორც ადგილიდან PIA.GE-ს კორესპონდენტი იტყობინება, ხის წაქცევის შედეგად დაზიანებულია ავტობუსის გაჩერება და საქალაქთაშორისო ავტობუსების განრიგის მაჩვენებელი. ასევე დაზიანდა ელექტრო გადამცემი ხაზები.