მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისში, სამგორის რაიონში ორი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა- თბილისი ენერჯი განცხადებას ავრცელებს

თბილისში 2 კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

თბილისში, სამგორის რაიონში, აბაშიშვილის ქუჩის ერთ-ერთი კორპუსიდან 114 ში შევიდა შეტყობინება, რომ სადარბაზოში ძლიერი გაზის სუნი იგრძნობოდა. თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლების ადგილზე მისვლისას, ერთ-ერთ დაკეტილ ბინასთან ლაზერულმა აპარატმა გაზის კონცენტრაცია დააფიქსირა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისი ენერჯი ავრცელებს.

მათი ცნობით, ბინის მეპატრონე ქალაქიდან გასული იყო. უსაფრთხოების მიზნით კორპუსს გაზის მიწოდება შეუწყდა, კონკრეტულ ბინაში კი მაშველები აივნიდან შევიდნენ, რის შემდეგაც სამზარეულოში, გაზქურაზე გაზის ონკანი გახსნილ მდგომარეობაში აღმოაჩინეს.

„სამგორის რაიონში კიდევ ერთი საცხოვრებელი კორპუსი გადაურჩა აფეთქებას. თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე 114 შევიდა შეტყობინება, რომ სადარბაზოში გაზის სუნი იდგა და მცხოვრებლები დახმარებას ითხოვდნენ.

თბილისი ენერჯის სპეციალისტების ადგილზე მისვლისას აღმოჩნდა რომ ერთ- ერთ მობინადრეს გაზქურიდან ჩახსნილი ქონდა მილი რომელიც ღია მდგომარეობაში იყო დატოვებული და გაზი ჟონავდა. თავად კი სახლში იმყოფებოდნენ. ასევე აღნიშნულ ბინაში აღმოჩნდა კუსტარულად დამონტაჟებული გაზგაყვანილობა. კორპუსში მცხოვრებლები აქეთქებას გადაურჩნენ ყურადღებიანი მეზობლების წყალობით, რომლებმაც ოპერატიულად შეატყობინეს გაზის გაჟონვის შესახებ თბილისი ენერჯის.

თბილისი ენერჯი გაფრთხილებთ, დაიცავით გაზის უსაფრთხო მოხმარების წესები, ნუ დატოვებთ გაზის დანადგარებს უყურადღებოდ რადგან უსაფრთხოების წესების დარღვევა შესაძლოა ,მძიმე შედეგებით დასრულდეს, რაც საფრთხეს უქმნის როგორც თქვენს ოჯახს, ისე მეზობლებს“,- ნათქვამია თბილისი ენერჯის განცხადებაში.