მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თეა წულუკიანი: ბატონ ვახტანგ გომელაურს, როგორც ყოფილი კოლეგა, ვულოცავ დაბადების დღეს, უკვე ახალ რანგში

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი - Pia.ge

საქართველოს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა და განათლებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა შინაგან საქმეთა მინისტრს დაბადების დღე მიულოცა და იქვე დასძინა, რომ ის პარლამენტიდან, უკვე დეპუტატის რანგში მხარდაჭერას უცხადებს თითოეულ პოლიციელს. 

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ის ყველა პოლიციელს მხარდაჭერას უცხადებს.

„არ შემიძლია, როგორც ყოფილმა კოლეგამ ბატონ ვახტანგ გომელაურს არ მივულოცო დაბადების დღე, არ ვისარგებლო ამ შემთხვევით და ეს დღე არ მივულოცო. მე, როგორც ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა, ამ ახალ რანგში, არ შემიძლია, არ გამოვუცხადო თითოეულ პოლიციელს მხარდაჭერა. მიუხედავად იმისა, რომ სფერო შევიცვალე, პარლამენტიდან დავრჩები შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და თავდაცვის სამინისტროს თითოეული თანამშრომლის გულშემატკივარი და სადაც საჭირო იქნება დამცველიც", - განაცხადა თეა წულუკიანმა.