მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თეა წულუკიანმა ხელოვნების სასახლეში შეხვედრა გამართა

წულუკიანის შეხვედრა ხელოვნების სასახლეში

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი ხელოვნების სასახლეს ეწვია და მის ხელმძღვანელობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო წინა წლებში იუსტიციის სამინისტროსა და ხელოვნების სასახლის ნაყოფიერ თანამშრომლობას და მუზეუმის სამომავლო გეგმებს, მათ შორის ინფრასტრუქტურული და ინსტიტუციური კიდევ მეტად განვითარების აუცილებლობას.

„საამაყოა, რომ ქვეყანაში ამ რანგის მუზეუმი არსებობს. მომავალში მისი ხელშეწყობისთვის ყველაფერი გაკეთდება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.