მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

"თელასი" დავალიანების გამო აბონენტებს ელექტროენერგიას უთიშავს

გათიშული დენი

სააგენტო PIA.GE-ს დაუკავშირდენენ აბონენტები, რომლებიც აცხადებენ, რომ "თელასი" დავალიანების გამო, მათ ელექტროენერგიას უთიშავს. საკითხის გარკვევას PIA.GE კომპანიასთან შეეცადა.

როგორც ჩვენთან საუბარში "თელასის" ქოლ-ცენტრის ცვლის უფროსმა ეკა ბერიამ განაცხადა, კომპანია აბონენტებისთვის ელექტროენერგიის გათიშვის სამუშაოებს განაგრძობს, თუმცა ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის გამო, დაწესებულია გამონაკლისები. მისი თქმით, აბონენტების ნაწილს, რომელსაც მარტში 200 კვ/სთ-ზე ნაკლები აქვთ დამწვარი, ელექტროენერგია არ გაეთიშებათ.

"დავალიანების გამო გათიშვები გრძელდება, თუმცა ელექტროენერგიის მიწოდება არ უწყდებათ იმ აბონენტებს, რომელბსაც მარტის თვის მიმდინარე ხარჯი 200 კვ/სთ-ზე ნაკლები აქვს, შესაბამისად, გათიშვა ხდება ძველი ხარჯის გამო", - აღნიშნა ეკა ბერიამ.

მისი თქმით, აღნიშნულ ზღვრამდე დავალიანების გამო ელექტროენეტგიის გათიშვა ასევე არ მოხდება აპრილშიც და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ საგანგებო მდგომარეობა იმოქმედებს.

"ასე გაგრძელდება იქამდე, ვიდრე საგანგებო მდგომარეობა იმოქმედებს. მოხდება თუ არა აღნიშნული დავალიანებების სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან, ამის შესახებ ჩვენ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს", - განაცხადა ეკა ბერიამ.

ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მთავრობა მოქალაქეებისა და ბიზნესის დახმარების კრიზისულ გეგმას ამუშავებს. როგორც მან აღნიშნა, მთავრობა მოსახლეობისთვის დენის ვაუჩერების დარიგების საკითხსაც განიხილავს.