მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თელავი-შუამთის გზაზე ავარიაში სამი ადამიანი დაშავდა

თელავი-შუამთის გზაზე ავარია

თელავი-შუამთის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი „ნისანის“ მარკის ავტომანქანა და „ფორდის“ სატვირთო შეეჯახა.

თვითმხილველების თქმით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ სატვირთო საშუალება გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

დაშავებულები შუახნის მამაკაცები არიან, მათ შორის ერთი მძღოლია. ისინი თელავის რეფერალურ სავადმყოფოში არიან გადაყვანილები და ამ წუთებში გამოკვლევა უტარდებათ.

მომხდარის გამო დროებით შეფერხებული იყო მოძრაობა გომბორის მიმართულებით. ადგილზე სამაშველო ჯგუფები, სასწრაფო დახმარება და პოლიცია იყო მობილიზებული.