მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თელავში დაკარგული კაცი გარდაცვლილი იპოვეს

არ გადაკვეთო

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთიდან რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 70 წლის მერაბ ამბროსიძის ცხედარი, ერთ- ერთმა მოქალაქემ, სოფელ აკურაში, ღვინის ქარხნის მიმდებარე ტყეში აღმოაჩინა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო სამაშველო ჯგუფები, კრიმინალური პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო - დახმარების ბრიგადა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და სხვა დროსაც, რამდენჯერმე დაიკარგა. დაკარგულ მამაკაცს მაშველები ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.