საზოგადოება

თენგიზ ცერცვაძე: ეს არის კლასიკური დემაგოგია, არ შეიძლება, კარგზე ცუდი თქვა

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი
23:10 29.03
დაკოპირებულია

„ეს არის კლასიკური დემაგოგია, არ შეიძლება, კარგზე ცუდი თქვა“ - ასე აფასებს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას იმის თაობაზე, თითქოს კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა იმალება.

როგორც „ტვ იმედის“ „იმედის კვირაში“ თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, მთელ მსოფლიოში რეალურად ინფიცირებულთა რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე დარეგისტრირებულია:

„თუ ამას გულისხმობდა ავტორი, ყოველთვის იქნება ვიღაც უსიმპტომო, მსუბუქი ფორმით, რომელიც არ დიაგნოსტირდება, მაგრამ ის სხვა რამეს გულისხმობს. ის გულისხმობს, რომ ჩვენთან რეალურად, არ ხდება სწორი პროტოკოლით დიაგნოსტირება და ხდება დაფარვა. ანუ, ჩვენ გვადარებს იმ ქვეყნებს, არ მინდა ჩამოვთვალო ეს ქვეყნები, პოლიტიკური გართულებები არ გამოვიწვიო, ხვდებით თქვენ, რომელი ქვეყნებია ეს, რომელსაც ჯანმო უბრალოდ არ ენდობა, მათ რიცხვებს არ თვლის მისაღებად, იმიტომ, რომ ისინი ან ტყუიან, ან ვერ აკეთებენ ტესტებს. ჩვენ რომელს ვშვებით, ვტყუით, თუ ვერ ვაკეთებთ ტესტებს? ვერ ვაკეთებთ ტესტებს, გამორიცხულია, იმიტომ, რომ მეოთხე ქვეყანა ვიყავით ევროპაში, ვისაც ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC) ლუგარის ლაბორატორიას მისცა ყველაზე უკეთესი ტესტები და შემდეგ ლუგარმა ჩვენ მოგვცა, ჩვენც ვაკეთებთ ახლა ამას, ჩვენ და ლუგარი და არ მახსოვს ჯერ ერთი შეცდომაც კი. მერე ხომ გამოვლინდება, ის შეცდომა ხომ თავს იჩენს, ასე არ არის, შენ რომ შეგეშალოს, ის მერე თავს იჩენს, დამძიმდება, ან რაღაც მოხდება, ან სხვაგან გაიკეთებს ტესტს და გამოვლინდება. ერთი შეცდომა არ მომხდარა, თან ორჯერ სამჯერ ვამოწმებთ, მაინც ახალი დაავადებაა და წყვილში ვდგამთ, ტრიპლში ვდგამთ, ფულს არ ვზოგავთ, იმიტომ, რომ ეს ვერდიქტია პაციენტისთვსის, განსაკუთრებით მორალური ვერდიქტი, თორემ ეს არ არის სასიცოცხლო ვერდიქტი“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, გამორიცხულია ის, რომ ტესტები ცუდი პროტოკოლით კეთდება:

„ცუდად აკეთებენ, გამორიცხულია. ცუდი პროტოკოლი რას ქვია, ყველა ვინც კი არის, თუ პროტოკოლში იმას გულისხმობს რა კონტიგენტს ვუკეთებთ, ამაზე ზუსტი პროტოკოლი არ შეიძლება. ვუკეთებთ ყველას, ვისაც აქვს მწვავე რესპირაციული ინფექციის სიმპტომატიკა - ტემპერატურის მომატება, ხველა და ა.შ. უფრო მეტიც, პირადად ჩვენი და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, ამირანის და პაატას ინიციატივით, გამოვიჩინეთ თავხედობა, სითამამე და ჯანმოს ინსტრუქციიდან ამოვიღეთ ტემპერატურის ცნება. იქ წერია, რომ შესაძლო შემთხვევად რომ ჩათვალონ, 38 და მეტი ტემპერატურა უნდა გქონდეს, ამან დაღუპა იტალია და ჩვენ რომ ეს ამოვიღეთ, ამით დაბალ სიმპტომიანი და დაბალ ტემპერატურიანი ხალხი გამოვავლინეთ. იმ 91 კაციდან, ჯანმოს კრიტერიუმი - 38 და მეტი ჰქონდა მხოლოდ ერთ მესამედს, ორი მესამედი გაგვეპარებოდა. რას ჰქვია ცუდი პროტოკოლი, ყველაზე კარგი პროტოკოლით ვაკეთებთ. პლიუს, ვისაც ჰქონდა შეხება უცხოეთთან, ან იყო უცხოეთში, ან სტუმრად ჰყავდა უცხოელი ან შეხება ჰქონდა კონტაქტთან, ყველას ვიკვლევთ. ეს არის მთავარი, თუ მასობრივ გამოკვლევას არ ჩათვლი, ეს არის მთელ მსოფლიოში“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, გაკეთებული ანალიზი რამდენიმე ადგილზე ფიქსირდება, ამდენად, დამალვა გამორიცხულია:

„ის, ვინც იცის, როგორ კეთდება ეს, ანალიზი, ისიც იცის, რამდენ ადგილზე ფიქსირდება. მაშინ სახელმწიფო მაფია უნდა შექმნა, რომ ეს დამალო. შემთხვევები გაიზრდება, რა თქმა უნდა, დაუშვათ არის ორჯერ მეტი, საქართველოში მაინც ყველაზე უკეთესი მდგომარეობაა, გაამრავლეთ ეს ყველაფერი ორჯერ - 90 გაამრავლეთ ორჯერ, იქნება 180. 0 სიკვდილი გაამრავლეთ ორჯერ, მაინც 0 იქნება და საქართველო ისევ დარჩება ყველაზე უკეთესად ევროპაში. არ შეიძლება, კარგზე ცუდი თქვა“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 პაციენტი გამოჯანრმთელდა, 2 ივნისი 2020 წ.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 10-მა პა...

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 პაციენტი განიკურნა. stopcov.ge-ს სტატისტი...
10:11
გერმანელი გამომძიებლები დღემდე ელოდებიან რუსეთისგან პასუხებს გაგზავნილ კითხვებზე, რომლებიცბერლინში ჩ...
09:02
ევროკავშირი, 2 ივნისს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით...
01:04
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ზღვისუბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა...
00:16
აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია, იგივე სუნთქვის გაძნელება, გახდა. ამის შესა...
00:10
აფხაზეთი კონკურსი აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის შემოქმე...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სსიპ „კულტურის, სპორტის და ახა...
ხობში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
ხობში, სოფელ ნოჯიხევში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა მამაკაცი ემს...
ექსკლუზიური ვიდეო და ახალი დეტალები აფეთ...
ნუცუბიძის აღმართზე გაზგასამართი სადგურის აფეთქების შედეგად დაშავებულია ერთი პირი...
გაზგასამართი სადგურის აფეთქება ნუცუბიძის...
ავტოგაზგასამართ სადგურზე აფეთქება რამდენიმე წუთის წინ მოხდა თბილისში, ნუცუბიძის...