მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თენგიზ ცერცვაძე: კორონავირუსის შემთხვევების მატება რამდენიმე დღეა მოსალოდნელი

ინფექციური კლინიკის დირექტორი, 2020

„კორონავირუსის შემთხვევების მატება რამდენიმე დღის განმავლობაშია მოსალოდნელი. იქნება სამი ასეულის ფარგლებში, შემდეგ კი მდგომარეობა დასტაბილურდება, – ტელეკომპანია „პირველი ახის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ასევე თენგიზ ცერცვაძეს თქმით, საქართველოში კორონავირუსით სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელია, რაც იმისი ნიშანია, რომ სახელმწიფო პანდემიას უმკლავდება.

„ შემთხვევის მატების იმიტომ გვეშინია, რომ მას არ მოჰყვეს ლეტალობის ზრდა. საქართველოში გარდაცვალების ერთეული შემთხვევებია მხოლოდ, მაშინ როცა სხვა ქვეყნებში ათეული, ასეული და ათასეულია. საქართველო კვლავ ინარჩუნებს ევროპის 49 ქვეყნასა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს შორის იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც ჰყავს ყველაზე ნაკლები გარდაცვლილი“, - აღნიშნა მან.

ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4960 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 1819 განიკურნა, 28 კი გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.