მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თენგიზ ცერცვაძე: შეზღუდვები შესაძლოა წინსწრებითაც მოიხსნას

ინფექციურის ყოფილი დირექტორი

„მთელი მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო და  დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამაზე მუშაობს. ვინმე ნუ იფიქრებს, რომ მხოლოდ მოსახლეობა და ბიზნესი წუხს ამაზე. ამით შეწუხებულია ყველა, ვინც პასუხისმგებელია შეზღუდვების შემოღებასა და მოხსნაზე. როგორც კი იქნება შესაძლებლობა, რომ მოიხსნას ესა, თუ ის შეზღუდვა, დამიჯერეთ მოიხსნება, არ დაგვიანდება, პირიქით, შეიძლება წინსწრებითაც მოხდეს“,- ამის შესახებ საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ სატელევიზიო ეთერში საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, შეზღუდვები ეტაპობრივად, გონივრულად და არსებული სიტუაციის გათვალისწინებით უნდა მოიხსნას.

„მე არ მაქვს ინფორმაცია კონკრეტული შეზღუდვის მოხსნის რისკებთან დაკავშირებით. ამიტომ მე კონკრეტულ რეკომენდაციას, რომ დღეს რომელიმე შეზღუდვა მოიხსნას, ვერ გავცემ. შემიძლია გავცე მხოლოდ ის, რომ მხარს ვუჭერ შეზღუდვების მოხსნას, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად გონივრულად და არსებული სიტუაციის გათვალისწინებით.

თუ ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვა 4%-ზე ქვემოთ და ჩვენ ამასთან ძალიან ახლოს ვართ, რამდენიმე დღე კიდევ მოვითმინოთ და როცა ყველა პირობა იქნება, რომ უმტკივნეულოდ და რისკის გარეშე მოვხსნათ შეზღუდვები, მოვხსნათ“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფორმაციისთვის, 28 იანვარს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობამ შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნაზე მსჯელობა უნდა დაიწყოს..

„თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნეთ ერთი კვირის განმავლობაში, ეტაპობრივი გახსნა ცოტა უფრო ადრე უნდა დავიწყოთ“, - აღნიშნა პრემიერმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

რა შეზღუდვები იხსნება და რა რჩება ძალაში? - შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა

პაატა იმნაძე: ვაქცინაციის დაწყება შეზღუდვების შემსუბუქებასთან კავშირში არ არის

„შევთანხმდით, რომ შაბათ-კვირა დარჩება ჩაკეტვების გეგმაში“ - ტიკარაძე