მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თენგიზ ცერცვაძე: ტრანსპორტი და ტურიზმი სარისკოა

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ყველაზე სარისკოა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება და ტურიზმის გახსნა.

"რა თქმა უნდა რისკები იქნება, როცა უცხოელი ტურისტები შემოვლენ, თან იმ ქვეყნებიდან, სადაც საქართველოსგან განსხვავებით სულაც არ არის კარგი მდგომარეობა", - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გარკვეული შეზღუდვებით, სრულად ამოქმედდება. 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი იხსნება, ქვეყანა საერთაშორისო ტურიზმისთვის კი, ივლისიდან გაიხსნება.