საზოგადოება

თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება

თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება
14:44 03.07
დაკოპირებულია

2020 წლის 1-ლი ივლისიდან თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება, - ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროგრამა, რომელიც სახელმწიფომ დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად წამოიწყო, იპოთეკური სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმუმ 4%-ის დაფინანსებას გულისხმობს, ხუთი წლის განმავლობაში.

„პროგრამაში მონაწილეობისთვის, მომხმარებელმა დეველოპერული კომპანიისგან ბინის შესაძენად იპოთეკური სესხით მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა ისარგებლოს. სუბსიდიის მისაღებად, განაცხადის ბოლო დღე 31 დეკემბერია, ხოლო სახელმწიფო საგარანტიო კომპონენტით სარგებლობის ბოლო ვადა - 20 დეკემბერი. თანხის მაქსიმალური მოცულობა 200,000 ლარია, სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა კი - 240 თვე. მომხმარებელმა უზრუნველყოფის სახით შესაძენი ქონების მინიმუმ 10%-ის ფულადი სახსრები უნდა წარადგინოს. გარდა ამისა, თანამონაწილეობა უნდა დასტურდებოდეს დოკუმენტურად. პროგრამა ვრცელდება მხოლოდ სესხებზე ეროვნულ ვალუტაში.

პარტნიორ დეველოპერულ კომპანიებში ბინის შეძენის შემთხვევაში, თიბისის იპოთეკური ცენტრი სტატუს მომხმარებლებს განსაკუთრებულ პირობებსა და ფასდაკლებებს სთავაზობს.

„თიბისისთვის სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბანკის ინვესტიცია აღნიშნულ სექტორებში მხოლოდ 2019 წლის ივლისიდან 2020 წლის ივნისამდე პერიოდში 721 მილიონ ლარს აჭარბებს. შესაბამისად, ჩვენთვის მისასალმებელია ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ამ სექტორის განვითარებას წაახალისებს. იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა, ერთი მხრივ, დაეხმარება მომხმარებლებს, შეიძინონ სასურველი ბინა, მეორე მხრივ კი, დეველოპერული ინდუსტრიის განვითარებას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, სამშენებლო სექტორს ბევრ სხვა ინდუსტრიასთან აქვს გადაკვეთა. ამიტომ, ვფიქრობ, ინიციატივა მნიშვნელოვნად წაახალისებს როგორც დეველოპერული, ისე სხვა სექტორების წარმატებულ საქმიანობასა და დასაქმებას“, - აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია თიბისის ვებგვერდზე -https://www.tbcbank.ge/web/ka/tbc-joins-subsidization-program; ცხელ ხაზზე - (032) 2 27 27 27, ასევე, ბანკის ნებისმიერ ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რუსეთის აგრესია

12 წელი აგვისტოს ომიდან

რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის 8 აგვისტოს, პირველად ცივი ომი...
ორშაბათს, 10 აგვისტოს თბილისი-ფოთის რეისზე გიდი ტელეწამყვანი მარიკა ბაკურაძე იქნება. ამის შესახებ ინ...
10:24
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ რუსეთ-საქართველოს ომის...
01:00
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობ...
00:50
„დღევანდელი კონფერენცია საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ 2008 წელს განხორციელებული სამხედრო აგრეს...
00:43
მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე დროშა დაშვებულია ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ყველა ადმ...
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისთვ...
251 დევნილ ოჯახს სახელმწიფოსგან ბინები გ...
აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, 251 დევნილ ოჯახს სახელმწიფოსგან საც...
20:06 07.08
თეა ახვლედიანი: ომით დაშორიშორებული საზო...
„გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური უფლებების უხეში...
ირაკლი სესიაშვილი: სტრატეგიულ, ოპერატიულ...
„ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული დღეა რუსეთ-საქართველოს ომი, რომელიც,...