მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თიბისი მომხმარებლებს მიმართავს

თიბისი მომხმარებლებს მიმართავს

თიბისი ბანკში სახელმწიფო დახმარების მიღებასთან დაკავშირებით შექმნილი შეფერხება სრულად აღმოფხვრილია, -ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო pia.ge-ს თიბისიდან აცნობეს.

კომპანიის წარმომადგენლები მომხმარებლებს მოუწოდებენ, თუკი კომპენსაციის მიღებისას თიბისი ბანკის ანგარიშზე რაიმე სახის პრობლემა შეექმნებათ, მიმართონ ბანკის თანამშრომლებს 24 საათიან ცხელ ხაზზე:

„გვსურს, მომხმარებლებს ვაცნობოთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, სახელმწიფო დახმარების მიღებასთან დაკავშირებით, თიბისის მხარეს შექმნილი შეფერხება სრულად აღმოფხვრილია. მომხმარებლებს შეუფერხებლად შეუძლიათ კუთვნილი სახელმწიფო სუბსიდიით სარგებლობა.იმ შემთხვევაში, თუ კომპენსაციის მიღებისას თიბისი ბანკის ანგარიშზე რაიმე სახის ხარვეზი კვლავ ფიქსირდება, დაგვიკავშირდით 24 საათიან ცხელ ხაზზე - (032) 2 27 27 27 და მაქსიმალურად სწრაფად შევეცდებით პრობლემის მოგვარებას“, - აცხადებენ თიბისი ბანკში.