მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თიბისი სესხების გადავადების მეორე ტალღას 13 ივნისიდან იწყებს

სესხების გადავადება

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, თიბისი სესხების სამთვიან გადავადებას სთავაზობს პანდემიის შედეგად დაზარალებულ იმ მომხმარებლებს, რომელთაც დაკარგეს სამსახური ან შეუმცირდათ შემოსავალი, - ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საშეღავათო პერიოდი გავრცელდება შემდეგ პროდუქტებზე: სამომხმარებლო და იპოთეკურ სესხებზე, სასწრაფო სესხებზე, ავტოსესხებზე, განვადებაზე, საკრედიტო ბარათებზე, ოვერდრაფტებზე და სტანდარტული გრაფიკის მქონე ბიზნესსესხებზე.

„10 ივნისის ჩათვლით თიბისი ეტაპობრივად დაუკავშირდება და შესთავაზებს საშეღავათო პერიოდით სარგებლობას ყველა იმ მომხმარებელს, რომელიც რეგისტრირებულია შემოსავლების სამსახურის ბაზაში და იღებს საქართველოს მთავრობისგან კომპენსაციას. ასევე, საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ ის მომხმარებლები, რომლებიც ბანკის მიერ არიან იდენტიფიცირებული და რომლებსაც მნიშვნელოვნად შეუმცირდათ ან დაკარგეს შემოსავალი. თიბისი სხვადასხვა არხის მეშვეობით შეატყობინებს მათ საშეღავათო პერიოდის გააქტიურების შესახებ.

საშეღავათო პერიოდი გავრცელდება შემდეგ პროდუქტებზე: სამომხმარებლო და იპოთეკურ სესხებზე, სასწრაფო სესხებზე, ავტოსესხებზე, განვადებაზე, საკრედიტო ბარათებზე, ოვერდრაფტებზე და სტანდარტული გრაფიკის მქონე ბიზნესსესხებზე.

ბიზნეს და აგროსესხების შემთხვევაში თიბისი სესხების გადავადებას შესთავაზებს ბანკის მიერ იდენტიფიცირებულ ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელთა ბიზნესმაც მიიღო გრძელვადიანი ფინანსური სტრესი და მომავალ თვეებში ვერ შეძლებენ სესხზე შენატანის განხორციელებას. ასევე, იმ პირებს, რომლებიც შემოსავლების სამსახურში დარეგისტრირდნენ ერთჯერადი დახმარების მიღების მიზნით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კომპანიის შეთავაზების თანახმად, სესხების გადავადების პროგრამით სარგებლობა შესაძლებელია 13 ივნისიდან და ის მომდევნო სამ თვეს გაგრძელდება.

„ყველა სხვა შემთხვევას თიბისი ინდივიდუალურად განიხილავს. ამისთვის დაინტერესებული პირი უნდა დაუკავშირდეს საკრედიტო ექსპერტს ან ბიზნესბანკირს, შეავსოს განაცხადი და დაელოდოს გადაწყვეტილებას.

სესხების გადავადების პროგრამით სარგებლობა შესაძლებელია 13 ივნისიდან და ის გაგრძელდება მომდევნო სამ თვეს.

თიბისიმ სესხების გადავადება უკვე მეორედ შესთავაზა მომხმარებელს, პირველი ტალღა ქვეყანაში პანდემიის გამოცხადებისთანავე დაიწყო. მარტში სესხების გადავადების სამთვიანი პერიოდით მომხმარებლების 78%-მა ისარგებლა, ხოლო მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის - 59%-მა.

უფრო დეტალურად ინფორმაციას გაეცანით თიბისის ვებგვერდზე“, - ნათქვამია განცხადებაში.