საზოგადოება

თიბისის აპლიკაციების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

თიბისის აპლიკაციების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
12:17 02.07
დაკოპირებულია

თიბისის აპლიკაციების კონკურსის 3 გამარჯვებული გუნდის ვინაობა ცნობილია. - ამისშესახებ ინფორმაციას თიბისი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის მიზანია ბიზნესებისთვის ადამიანური და დროის რესურსების დაზოგვის ხელშეწყობა.

„ჟიურის გადაწყვეტილებით, 11 ფინალისტს შორის საუკეთესოდ შემდეგი გუნდები დასახელდნენ:

  • I ადგილი - Inventors - მომხმარებლებს სთავაზობს ავტომობილისთვის საჭირო ნაწილების მოძიებას, მისი მდგომარეობის განსაზღვრას, რელევანტურ ფასს, გარანტიას, ნაწილის მიწოდებას და ელექტრონულ ტრანზაქციას
  • II ადგილი - Payze - ელექტრონული კომერციის სივრცეში თანამედროვე და მოქნილი გადახდების პლატფორმაა
  • III ადგილი - Typline - რიგის მართვის ქლაუდ სისტემაა, რომელიც კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, მომხმარებელმა რიგში ადგილი ონლაინ დაჯავშნოს. მომხმარებელი მობილური აპლიკაციით ნახულობს, რამდენი ადამიანია რიგში, იკავებს ადგილს და მიდის მაშინ, როცა მისი მომსახურების დრო მოვა

ჟიურის წევრებმა საუკეთესო გუნდები შემდეგი კრიტერიუმებით გამოავლინეს: რამდენად ჭრის აპლიკაცია ბიზნესებისთვის რეალურ პრობლემას, როგორია აპლიკაციის კონცეფცია და ბიზნესმოდელი. გამარჯვებულებს ფულადი პრიზები გადაეცემათ და ის აპლიკაციების სრულყოფას და პროტოტიპების დასრულებას მოხმარდება.

I ადგილი - 30 000 ლარი, II და III ადგილი - 15 000 ლარი.

აპლიკაციების კონკურსი თიბისის პროგრამა „სტარტაპერის“ გუნდმა ორი წლის წინათ წამოიწყო. პროექტის მიზანი ერთი მხრივ, ბიზნესებისთვის ადამიანური და დროის რესურსების დაზოგვის ხელშეწყობაა, მეორე მხრივ კი ამ მიმართულებით ახალი სტარტაპების გაჩენის სტიმულირება.

პროექტი სამ ეტაპად მიმდინარეობდა და მის ფარგლებში, მონაწილეებს ისეთი პროექტები უნდა წარედგინათ, რომლებიც ბიზნესებისთვის ყოველდღიური საქმიანობის გამარტივებასა და პროცესების ავტომატიზებას შეუწყობს ხელს.

თიბისის აპლიკაციების კონკურსის მხარდამჭერები არიან - FMO და GITA“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სწავლა და კორონა

პირველი ოქტომბრიდან სკოლებში სწავლა ნაწი...

პირველი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში პირველიდან მეექსვე...
დიდუბის რაიონის გამგეობამ, მიმდინარე წელს, 54 მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა 53 454 კვ.მ ფართობზე...
31 წუთის წინ
რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. ვერტმფრენი ახალგორის თავზე ერგნეთშ...
36 წუთის წინ
გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „ფოთი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტ...
37 წუთის წინ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული...
58 წუთის წინ
ბრიტანეთი ანაკლიის და „კავკასუს ონლაინის“ საკითხს აკვირდება ვენდი მორტონი: ბრიტანეთი აკვირდება, რა შედეგე...
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში კომუნიკაციების სექტორში გამკაცრებული რეგულაც...
სექტემბერში ლატარიაში მოგებულია 1 426 05...
„საქართველოს ეროვნული ლატარია“ ერთი თვის მოგების სტატისტიკას აქვეყნებს. ერთი თვ...
„ვაქცინაცია არის ხსნა და პრევენცია იმისა...
„ვაქცინაცია არის ხსნა და გარკვეული პრევენცია იმისა, რომ კოვიდ 19-ის ეპიდემია კიდ...
გოგი წულაიას გულის ოპერაცია ჩაუტარდა
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელს გოგი წულაიას ოპერაც...