მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თიბისის მხარდაჭერით, თბილისსა და ბათუმში, „ნოვას“ სამშენებლო და სარემონტო მასალების 2 მეგაცენტრი გაიხსნა

სამშენებლო მეგაცენტრი გაიხსნა

თბილისსა და ბათუმში კომპანია „ნოვას“ სამშენებლო და სარემონტო მასალების 2 ახალი მეგაცენტრი გაიხსნა. პროექტი თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნოვაში“ ავრცელებენ.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მეგაცენტრების მოწყობა ჯამში 3 მილიონი ლარი დაჯდა, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა 1.5 მილიონი ლარია:

„2020 წლამდე „ნოვა“ ძირითადად B2B ბიზნესით იყო დაკავებული. 1 წლის წინ კი კომპანიამ თბილისსა და ბათუმში კომფორტული და კონკურენტუნარიანი მეგაცენტრების შექმნა გადაწყვიტა. ახალ ეტაპზე გადასასვლელად განახლდა კომპანიის ბრენდის ვიზუალური სტილი და სტრატეგია, საბოლოოდ კი, EBRD-ის ევროპელი კონსულტანტების ჩართულობით, სრულიად ახალი კონცეფციის 2 მეგაცენტრი შეიქმნა.„ნოვას“ მეგაცენტრებში თბილისსა (8000 კვ.მ) და ბათუმში (8000 კვ.მ) 35 000-ზე მეტი დასახელების, როგორც საკუთარი წარმოების, ასევე იმპორტირებული სამშენებლო-სარემონტო პროდუქციაა განთავსებული. მსოფლიოში, და მათ შორის, საქართველოში არსებული კრიზისული მდგომარეობის მიუხედავად, კომპანია „ნოვამ“ ყველა თანამშრომელი შეინარჩუნა და ახალ მეგაცენტრებში დამატებით 120 ადამიანი დაასაქმა. ჯამში კომპანიაში 420 ადამიანი მუშაობს“, - აცხადებენ კომპანიაში.

კომპანია „ნოვა“ სამშენებლო მასალების ბაზარზე 2006 წელს გამოჩნდა. 2011 წლიდან საკუთარი საწარმოო ხაზები გახსნა და ამ დროისთვის თბილისსა და ბათუმში 200-ზე მეტი დასახელების პროდუქციას აწარმოებს, რომელთა რეალიზაცია ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ხდება. გარდა საწარმოო ხაზისა, „ნოვა“ აქტიურად ახორციელებს იმპორტს სხვადასხვა ქვეყნიდან და საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს სამშენებლო სფეროში საერთაშორისო დონის ბრენდებს.