საზოგადოება

თიბისის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია „ორგანიზაციული ტრანსფორმაცია და ეჯაილი“ ჩატარდება

„ორგანიზაციული ტრანსფორმაცია და ეჯაილი“
14:42 24.06
დაკოპირებულია

პირველად საქართველოში, აქ და ახლა თიბისის და მასტერქარდის ორგანიზებით ორგანიზაციული ტრანსფორმაციის და ეჯაილის თემაზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ავრცელებს. 

მათივე ცნობით, კონფერენციაში „ორგანიზაციული ტრანსფორმაცია და ეჯაილი“ მონაწილეობას მიიღებენ წამყვანი პროფესიონალები საერთაშორისო კომპანიებიდან, რომლებიც მონაწილეებს გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და ეჯაილ ტრანსფორმაციის საუკეთესო პრაქტიკებს.  

„კონფერენციის მონაწილეებს შორის იქნებიან ცნობილი საერთაშორისო ექსპერტები ეფი ვან დენ ბორნე და პიტერ ჯეიკობსი, რომლებიც საერთაშორისო ჰოლანდიური ბანკის ING - ის ეჯაილ ტრანსფორმაციაზე მოგვიყვებიან. ამჟამად ორივე მათგანი ეჯაილ კონსულტანტად აგრძელებს მუშაობას. კონფერენციაზე ასევე მოწვეულია გიორგი მამალაძე, კომპანია Siemens-დან, რომელიც ეჯაილთან დაკავშირებულ პირად გამოცდილებას გაუზიარებს მსმენელებს.  

ასევე, მოწვეულ სპიკერებს შორის იქნებიან უცხოელი და ქართველი ექსპერტები კომანიებიდან: Mckinsey, Unicredit, IT altris, AgileLAB, Busuu, Siemens, HTC Solutions და სხვა.

თიბისის ეჯაილ ტრანსფორმაციის გზაზე გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე და გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი ისაუბრებენ. ისინი შეეხებიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა, როგორ უნდა უპასუხოს კომპანიამ გამოწვევებს და აქციოს ისინი შესაძლებლობად და რატომ დგება ორგანიზაციაში ტრანსფორმაციის საჭიროება.

კონფერენცია მიეძღვნება შემდეგ თემებს:

·        რა არის ეჯაილი და როგორ მუშაობს ის სინამდილეში;

·        კომუნიკაცია და კულტურული ცვლილებები ეჯაილის დროს;

·        რატომ ირჩევენ ორგანიზაციები ტრანსფორმაციისთვის ეჯაილს;

·        რაში ეხმარება ეჯაილი ორგანიზაციებს;

·        ეჯაილ ფრეიმვორკების სპეციფიკა;

·        რა არის ბიზნეს ეჯაილი;

·        ექსპერიმენტული კულტურა;

·        დევოპსი და ეჯაილი;

·        ორგანიზაციული ტრანსფორმაციის წარმატებული ქეისები.

კონფერენციაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვისაც აინტერესებს ეჯაილი და ცვლილებები ორგანიზაციაში - სტუდენტები, ტექნოლოგიური კომპანიები, დიდი და პატარა ბიზნესების წარმომადგენლები. კონფერენციის ძირითადი ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართება პანელური დისკუსიები, სადაც ქართული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ისაუბრონ თავიანთი ბიზნესის განვითარებასა და ტრანსფორმაციაზე.    

კონფერენცია 2 ივლისს, ონლაინ ზუმის პლატფორმაზე ჩატარდება. კონფერენციაში მონაწილეობა ყველასთვის უფასოა. დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია tkt.ge-ზე. დასწრება თავისუფალია“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

სწავლა და კორონა

პირველი ოქტომბრიდან სკოლებში სწავლა ნაწი...

პირველი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში პირველიდან მეექსვე...
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, კულტურული და ხალხთაშორისი მიმართულება მნიშვ...
20 წუთის წინ
„საქართველოს ეროვნული ლატარია“ ერთი თვის მოგების სტატისტიკას აქვეყნებს. ერთი თვის განმავლობაში 24 ა...
27 წუთის წინ
„ვაქცინაცია არის ხსნა და გარკვეული პრევენცია იმისა, რომ კოვიდ 19-ის ეპიდემია კიდევ უფრო მძლავრად არ...
32 წუთის წინ
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელს გოგი წულაიას ოპერაცია ჩაუტარდა. ახალი...
37 წუთის წინ
საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვდრა საქართველოს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინი...
საქართველოს აზერბაიჯანის ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი პირველი ოფიციალური...
42 წუთის წინ
საქართველოს 4 ქალაქში უმაღლესსა და პროფე...
განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, საქართველოს 4 ქალაქში უმაღლეს...
14:21
საქართველოში ინდოეთიდან ჩამოსულ 5 სტუდენ...
საქართველოში ინდოეთიდან ჩამოსულ 5 სტუდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახე...
14:15
ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 26-ე...
კორონავირუსით გარდაცვლილი 26-ე პაციენტი 70 წლის კაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკ...