მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტიკარაძე: ექიმებს საზოგადოების მხრიდან მეტი თანადგომა და გაგება ესაჭიროებათ

ჯანდაცვის მინისტრი

დღეს, 19 ოქტომბერს ჯანდაცვის მინსტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა.

მან ასევე ისაუბრა სასწრაფო დახმარების მუშაობის ხარისხსა და 112-ზე შესული ზარების შესახებ. მისი თქმით, ექიმებს საზოგადოების მხრიდან მეტი თანადგომა და გაგება ესაჭიროებათ.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში ბინიდან კლინიკაში 226 მოქალაქე გადაიყვანეს, საკარანტინე ზონებიდან კლინიკებში 19 პაციენტი, ბინიდან კარანტინში 78, ხოლო კლინიკიდან კარანტინში 26 პაციენტი. მნიშვნელოვანია, რომ მივიღეთ 319 ცხელებიანი პაციენტი, საიდანაც კოვიდკლინიკაში 25 მათგანის გადაყვანა მოხდა.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ ვცდილობთ ჩვენს პაციენტებს ჰქონდეთ მინიმალური დაყოვნება. ვაკვირდებით, რომელ პაციენტს ესაჭიროება მეტად მყისიერი რეაგირება, რათა არ გვქონდეს გართულებები“, - დასძინა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, ცხელ ხაზთან დაკავშირებით საშტატო შერჩევა მოხდა და ამ კვირაში მათი დამატება მოხერხდება. ასევე, ამ მხრივ 40%-ანი ჩამორჩენაა, რასაც გაუმკლავდება ის რესურსი, რომლის მობილიზებაც მოხდა.

„შემდეგ დღეებში თბილისში დაემატება 9 კლინიკა, სამეგრელოში 3, მცხეთაში 1, იმერეთში 3 და 6 კლინიკა იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ინფორმაციისთვის, ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, 8 338 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 143 პაციენტი კი გარდაიცვალა.