საზოგადოება

ტიკარაძე: ონკოლოგიურის თანამშრომლების სახელფასო დავალიანება 2 თვის განმავლობაში ანაზღაურდება

ჯანდაცვის მინისტრი შეხვედრაზე 6
15:05 25.05
დაკოპირებულია

„სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგში" შემავალი სამედიცინო დაწესებულებების განვითარების პირველი ეტაპი იწყება.“ - ამის შესახებ განცხადება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა. 

მისი თქმით, საწყის ეტაპზე "უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრი) სრული რეაბილიტაცია-აღჭურვა განხორციელდება. მოხდება ცენტრის სრული აღდგენა და თანამედროვე სტანდარტებზე მორგება. სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. 

„ონკოლოგიური საავადმყოფო არის სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ობიექტი საქართველოს ჯანდაცვაში და მისი სათანადო დონეზე პოზიციონირება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“ -  განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

ჩვენ სრულად უზრუნველვყოფთ ამ დროისთვის ცენტრში მყოფი პაციენტების მკურნალობას და დისპოზიციას სხვადასხვა სტაციონარულ დაწესებულებებში, სადაც ისინი გააგრძელებენ მკურნალობას. 

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ონკოლოგიური საავადმყოფოს თანამშრომლების სახელფასო დავალიანება მიმდინარე 2 თვის განმავლობაში ანაზღაურდება.

„რაც შეეხება საავადმყოფოს მედპერსონალს, მოგეხსენებათ, მათ მიმართ არსებობს სახელფასო დავალიანება. სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას სახელფასო დავალიანების სრულ დაფარვასთან დაკავშირებით. მიმდინარე 2 თვის განმავლობაში დავალიანება სრულად ანაზღაურდება.“ - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსოფლიოს მასშტაბთ კორონავირუსი 12 მლნ-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, ივლისი 2020 წ.

მსოფლიოში კოვიდინფიცირების შემთხვევების...

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვმა 12 მლნ-ს გადააჭარბა. აღ...
00:31
საბჭოს მოედანთან, გოგოლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში იატაკი ჩავარდა. ადგილზე სამაშველო სამსახურისა დ...
21:53 08.07
„ცოტა განგაშის ზარია შემოსაკრავი, რადგან თბილისში ძაღლებში გამოჩნდა ცოფის შემთხვევები“, - ამის შესახ...
20:45 08.07
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 21 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. როგორც PIA.GE-Ს შინაგან საქმეთა ს...
20:36 08.07
„შავი ჭირის ყველაზე საშიში სახეობა არის ფილტვის ფორმა, ხოლო რაც დღეს ჩინეთში ფიქსირდება, ეს არის ბუბ...
20:25 08.07
თვითმფრინავის აფრენა თბილისსა და მიუნხენს შორის პირდაპირი ავიამიმო...
„აგვისტოდან ევროპის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს რამდენიმე კომპანია შეასრულებს“, - ამის შესახებ...
ზალკალიანი საზღვრის გახსნაზე: თუ ეპიდემი...
„თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება დამძიმდება, ჩვენ ამ გადაწყვეტილების მძევალი არ გავხ...
ნიკოლოზ მჭედლიშვილი Numbeo-ს რეიტინგზე -...
„მოწინავე სარეიტინგო პლატფორმა Numbeo-მ გამოაქვეყნა კრიმინალისაგან თავისუფალი ქვ...
ავთანდილ ბილანიშვილი შაქარაშვილის საქმეზ...
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო" პოლიციაში გამოკი...