მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტიკარაძის ინფორმაციით, ცხელების ცენტრები ყველა რეგიონისთვის მომზადდება

ტიკარაძე სხდომაზე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ცხელების ცენტრები საქართველოში ყველა რეგიონისთვის მომზადდება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ ეტაპზე ცხელების კლინიკებისთვის მობილიზაცია მიმდინარეობს შიდა ქართლის რეგიონში.

"ცხელების კლინიკები მომზადებული იქნება საქართველოს ყველა რეგიონისთვის. დღესდღეობით კახეთის რეგიონში არის ცხელების კლინიკა განსაზღვრული და ჩვენს პაციენტებს პაციენტებს შეუძლიათ მიმართონ ამ ცხელების კლინიკებს. სია იქნება გამოქვეყნებული ჯანდაცვის სამინისტროსა კოვიდის საინფორმაციო გვერდზე. ქვემო ქართლის რეგიონში კლინკების მობილიზაცია მიმდინარეობს და ეტაპობრივად ყველა რეგიონში იქნება ეს სია. სულ მალე მოსახლეობას ექნება ამ სიის სრული ჩამონათვალი", - აღნიშნა ტიკარაძემ.