მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტირიფონის მაგისტრალური არხის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ტირიფონის მაგისტრალური არხის გაწმენდითი სამუშაოები

შპს „საქართველოს მელიორაცია“ რეგიონებში სარეაბილიტაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამჯერად სამელიორაციო სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტში ტირიფონის სარწყავ სისტემაზე დასრულდა.

„კირბალი-ბერშუეთის მონაკვეთზე ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან მაგისტრალური არხი გაიწმინდა. ექსპლუატაციის პროგრამით განხორციელებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც

მუნიციპალიტეტში 800 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს. აღდგენილი საირიგაციო არხით კირბალის, ზერტის, ბერშუეთის, სობისისა და ხურვალეთის მოსახლეობა ისარგებლებს. აღნიშნული სამუშაოები, ასევე, ნადარბაზევის წყალსაცავისთვის უზრუნველყოფს წყლის მიწოდებას“, - აცხადებენ უწყებაში.