საზოგადოება

ტყის ე.წ. „სოციალური ჭრა“ ეტაპობრივად სატყეო მეურნეობების აღდგენით შეიცვლება

ნაძვის ტყე
22:36 22.05
დაკოპირებულია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი~ ლევან დავითაშვილის განცხადებით ტყის ახალი კოდექსი სატყეო სექტორის რეფორმის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომელიც 6 წლიანი სამუშაო პროცესის შედეგად ევროკავშირის, მსოფლიო ბანკის და გერმანიის მთავრობის დახმარებით მომზადდა.

„კანონპროექტი, ამკვიდრებს ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს და მისი მთავარი მიზანია მდგრადი და მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის დამკვიდრება, ტყის ეკოსისტემების შენარჩუნება და დაცვა, სოციალური და ეკონომიკური სარგებლის გონივრული გამოყენება", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, შეიქმნება სატყეო მეურნეობები. ე.წ. ,,სოციალური ჭრა“ ეტაპობრივად შეიცვლება სატყეო მეურნეობების აღდგენით. სატყეო მეურნეობები და რეფორმა ხელს შეუწყობს ტყეების აღდგენას, მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლისა და ხანძარსაწინააღმდეგო ქმედებების ეფექტიანად განხორციელებას.სავალდებულო ხდება ტყის მართვის 10 წლიანი გეგმების მიხედვით ტყით სარგებლობა, მოვლა და აღდგენა.

ასევე, ინერგება ტყეების მისი ფუნქციური დანიშნულების მიხედვით კატეგორიებად დაყოფის საერთაშორისო პრაქტიკა; შედეგად, გაიზრდება ტყეების მრავალფუნქციური გამოყენება, რაც ასევე გულისხმობს რეკრეაციული, ასევე ეკო-ტურისტული პოტენციალის ათვისებასა და განვითარებას. გარდა ამისა, ხელი შეეწყობა ტყის ეკოსისტემების დაცვას.

საქართბელოს ეროვნული ბანკის შენობა

ეროვნული ბანკი მომხმარებელს აფრთხილებს

"მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც მოსახლეობას სესხ...
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ევროკავშირის საელჩო...
22:47 03.06
ქუთაისის შემოვლითი გზის III ლოტის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დასრულების ვადად განსა...
22:17 03.06
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1...
22:08 03.06
"საქართველომ მოახერხა უნიკალური რამ, რაც ბევრმა დიდმა სახელმწიფომ ვერ შეძლო და პრაქტიკულად, 3 თვის გ...
22:04 03.06
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ორთაჭალაში შსს გლდანის ხევში აღმოჩენილი ახალშობილის გარდ...
შინაგან საქმეთა სამინისტრი გლდანის ხევში აღმოჩენილი ახალშობილის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა. უწ...
19:32 03.06
ირანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდე...
ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანში კოვიდვირუსი 3134 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო ი...
გორს სტიქიამ გადაურა
გორში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. შემთხვევა სტალინის გა...
მცხეთაში მტკვირსა და არაგვის ხიდებზე მოძ...
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2020 წლის 4 ივნისიდან 10 ივნისამდ...