მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრანსგენდერი ქალი ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან გადახტა

სავარუდო ძალადობა თბილისში

ტრანსგენდერი ქალი თბილისში, ისაკაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან გადმოხტა.

ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს. მიზეზი სავარუდო ძალადობის ფაქტია.

როგორც დაზარალებული მეგობარი სესილი ცომაია აღნიშნავს, ტრანსგენდერს სისხლჩაქცევები აღენიშნება.

„ტრანსგენდერ ქალს დაემუქრნენ სიცოცხლის ხელყოფით, იძალადეს მასზე, რომელსაც თავისი სიცოცხლის გადარჩენის მიზნით მოუწია მეორე სართულიდან გადახტომა. მოძალადე უცხო ქვეყნის მოქალაქეა. არაბია, რომელიც საქართველოში სწავლობს სამედიცინო ფაკულტეტზე“, - აცხადებს ცომაია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ჯგუფები.