დღეიდან ყველა სახის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით მოემსახურება. მუნიციპალურ ტრანსპორტში პირბადეების ტარება სავალდებულოა.
PIA.GE გთავაზობთ კადრებს, რომელშიც ჩანს თუ რა ხდება მოძრაობის აღდგენიდან პირველივე დღეს მუნიციპალურ ტრანსპორტში.