მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრანსპორტში პირბადის ტარება გაკონტროლდება

მგზავრი პირბადით

მუნიციპალურ ტრანსპორტში პირბადის ტარება თბილისის მერიის მიერ გაკონტროლდება. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მერმა აღნიშნული მიმართულებით კონტროლის მექანიზმის შექმნა ვიცე მერს ირაკლი ხმალაძესა და მოადგილეს მაია ბითაძეს დაავალა.

"ტრანსპორტში პირბადის გარეშე ასვლა დაუშვებელია",- აღნიშნა კახა კალაძემ.

29 მაისიდან ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ტრანსპორტში ყველა მგზავრისთვის სავალდებულო იქნება პირბადის ტარება.