მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წალენჯიხაში ავტოავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

პოლიციის ლენტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ავტოავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

მსუბუქი ავტომობილის ამოტრიალების შედეგად მანქანაში მყოფი მგზავრები დაშავდნენ. სამივე მათგანი ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ კვლევები უტარდებათ.

მომხდარზე გამოძიება სისხლისსამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანრმთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.