მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წელს საახალწლო სოფელი არ მოეწყობა

ახალი წელი თბილისში

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე წელს საახალწლო სოფელი არ მოეწყობა. 

„საახალწლო სოფელი ფაქტობრივად ქმნის მიზიდულობის ცენტრს და ძალიან დიდი საფრთხე იყო იმის, რომ ბევრი ადამიანი მივიდოდა, ბავშვებთან ერთად, ბებიებით, ბაბუებით. რა თქმა უნდა, გაჭირდებოდა კონტროლი, უხერხული იქნებოდა მოსული ადამიანისთვის გეთქვა - თქვენ არ შეხვიდეთ საახალწლო სოფელში, რადგან ბევრი ხალხია. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წელს საახალწლო სოფელი არ გაკეთდება“,- განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, საახალწლო სოფლის მოწყობაში თბილისის მერია დაახლოებით 700-800 ათას ლარს ხარჯავდა. ეს თანხა ჩაირიცხება ფონდში, რომლითაც ადამიანებს წინასაახალწლოდ საკვები პროდუქტით დაეხმარებიან.

„ჩვენ დავეხმარებით იმ ოჯახებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა, ეს იქნება საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა წინასაახალწლო დღეებში და ამისთვის ჩვენ სპეციალური პლატფორმა შექმნილი გვაქვს. მომდევნო დღეების განმავლობაში დავიწყებთ დარიგებას. გაჭირვებული ოჯახების შესახებ მონაცემები გვაქვს და მათ სრულად დავეხმარებით“,- აღნიშნა კახა კალაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

♻️ კახა კალაძე: კორონავირუსს ახალი წელი არ მოუკლავს

♻️ კორონავირუსი და ახალი წელი - რას აპირებენ ევროპის ქვეყნები?

♻️ უკრაინაში ახალი წელი და შობა, შესაძლოა, ინტერნეტით აღინიშნოს