მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წელს საქართველოში აივ/ინფიცირების 314 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აივ/ინფიცირების 314 ახალი შემთხვევა

მიმდინარე წლის 31 ივლისის მონაცემებით, საქართველოში აივ/ინფიცირების 314 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს და დასძენს, რომ შარშან, ანალოგიურ პერიოდში, 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ცენტრის ცნობით, სულ ქვეყანაში გამოვლენილ ინფიცირებულთა შორის 116 ბავშვია.

„2020 წლის 31 ივლისის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 8416 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 6283 მამაკაცია და 2133 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4340 პაციენტს განუვითარდა, 1726 გარდაიცვალა. 30 ივნისის მონაცემებით აივ მკურნალობას იტარებს 5220 პაციენტი", - აცხადებენ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით:

36.8 % (3099) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია;

48.9 % (4112) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;

12.0 % (1008) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან;

1.3 % (109) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით;

0.5 % (41) - სისხლის რეციპიენტია;

0.6 % (47) - გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3128 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა, 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1156; შემდეგ იმერეთში 1011; აჭარაში 964; აფხაზეთში (527); კახეთში (415) ქვემო ქართლში (481); შიდა ქართლში (308); გურიაში (179); სამცხე-ჯავახეთში (112) და ა.შ.

2020 წელს გარდაიცვალა 76 აივ ინფიცირებული. მათ შორის 58 მამაკაცია და 18 ქალი.

სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 70 - ვაჟი, 46 - გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან.

განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით:

ვერტიკალური (დედიდან) გადაცემით - 108 შემთხვევა (მათგან 1 - ძუძუთი კვებით);

სისხლის რეციპიენტი - 4;

დაუდგენელი - 2.