მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წერეთლის გამზირზე ახალი მოსასვენებელი სივრცე ეწყობა

სკვერი წერეთელზე

დიდუბის რაიონის გამგეობა, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტთან ერთად, ახალი მოსასვენებელი სივრცეების მოწყობას განაგრძობს. ამ ეტაპზე, აკაკი წერეთლის გამზირის N82-ში 850 კვ.მ ფართობზე საფეხმავლო ბილიკების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

პროექტით გათვალისწინებულია გარე განათების სისტემის მოწყობა, საპარკე სკამებისა და ურნების განთავსება. ასევე, განთავსდება საბავშვო სივრცე. საშემოდგომო რგვების დროს, ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდება.

მოსასვენებელი სივრცის მოწყობას, გამგეობის დაკვეთით, კომპანია „გია კონსტრაქშენ“ 137 ათასი ლარის ღირებულების ფარგლებში ახორციელებს.