მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცერცვაძე: ავტობუსებში ადამიანები თითო რიგის გამოტოვებით უნდა დასხდნენ

ინფექციური კლინიკის დირექტორი, 2020

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტვ „კავკასიის“ თოქ-შოუ „ბარიერის“ ეთერში განაცხადა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის დროა მოახლოვდა, თუმცა პირველ ჯერზე მინიმალური დატვირთვით.

ცერცვაძის განმარტებით პირველ რიგში ავტობუსი უნდა აღდგეს და ავტობსებშიც რიგის გამოტოვებით თითო რიგში თითო ადამიანი დაჯდეს. მისი თქმით, მართალია ეს დისკომფორტი იქნება და ტრანსპორტით სარგებლობას ყველა ვერ შეძლებს, თუმცა სულ არაფერს ემჯობინება.

თენგიზ ცერცვაძის თქმით გადამწყვეტი ფაქტორი მომავალშიც იქნება ის, თუ რამდენი ინფიცირებული გამოვლინდება ყოველდღიურად. ბოლო ათი დღეა რაც საქართველოში ეს მონაცემები ერთნიშნა მაჩვენებელზე ნარჩუნდება.