მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცერცვაძე: ყირიმ-კონგოს ცხელებისთვის საქართველომ კოვიდის პირობებშიც უნდა მოიცალოს

ინფექციურის დირექტორი

„ყირიმ-კონგო არ გადადის ჰაერწვეთოვანი გზით, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და საშიში ინფექციია“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ყირიმ-კონგოს ცხელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ინფექციონისტმა განმარტა, თუ რატომ არის განსაკუთრებით საშიში ინფექციათა ჯგუფში ყირიმ-კონგოს ცხელება. ცერცვაძე ამბობს, რომ ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით გარდაცვალების მაჩვენებელი გლობალურად 40%-ს შეადგენს.

ყირიმ-კონგოს ინფექცია

„საბედნიეროდ ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება არ გამოირჩევა ფართო გავრცელებით, როგორც კორონავირუსი, ის ჰაერწვეთოვანი გზით არ გადადის, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ინფექციაა, რომლისთვისაც საქართველომ უნდა მოიცალოს კოვიდის პირობებშიც კი. ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება მიეკუთვნება ზოგადად ვირუსული, ჰემორაგიული ცხელებების ჯგუფს და ეს ჯგუფი განეკუთვნება განსაკუთრებით საშიში ინფექციების ჯგუფს. მიუხედავად იმისა, რა პრობლემებიც შეუქმნა კოვიდმა მსოფლიოს, არ განეკუთვნება განსაკუთრებით საშიში ინფექციების ჯგუფს, ხოლო ყირიმ-კონგოს ცხელება განეკუთვნება განსაკუთრებით საშიში ინფექციებს. ეს არის პრაქტიკულად ერთადერთი განსაკუთრებით საშიში ინფექცია, რომელიც ყოველწლიურად გარკვეული რაოდენობით გვხვდება საქართველოში. რატომ განეკუთვნება განსაკუთრებით საშიში ინფექციების ჯგუფს? იმიტომ, რომ მისი სიკვდილობა ამ ვირუსით გამოწვეული 40%-ს აღწევს. 40% ეს უკვე ძალიან სერიოზული მაჩვენებელია. მართალია, ის არ არის ჰაერწვეთოვანი ინფექცია, მაგრამ მაინც ფართოდ გადამდები დაავადება. იოლად გადამდებია ეს ცხელება. მისი გავრცელების მექანიზმი ისეთია, რომ მისგან თავდაცვა ძნელია. ყირიმ-კონგოს ცხელების რეზერვუარი არის შინაური ცხოველები“, - აღნიშნა ცერცვაძემ „იმედის“ ეთერში.

ცნობისთვის, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. გამომწვევის ბუნებრივი რეზერვუარები არიან მღრღნელები, მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი, ფრინველები, გარეული ძუძუმწოვრები, ასევე დაავადების გადამტანები – ტკიპები. დაავადების ინკუბაციური პერიოდი ტკიპის კბენით ვირუსის გადაცემის შემთხვევაში არის 1-3 დღე. შემთხვევათა 10-40%-ში დაავადება სიკვდილით მთავრდება.

მიმდინარე წლის მაისში, ყირიმ-კონგოს დიაგნოზით ახალქალაქში 23 წლის ბიჭი გარდაიცვალა.

30 ივნისის მონაცემებით, საქართველოში ყირიმ-კონგოს დაავადება 10 ადამიანს დაუდასტურდა.