მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცერცვაძე: მოახლოვდა დრო, აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი

თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორი, 2020

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტვ „კავკასიის“ თოქ-შოუ „ბარიერის“ ეთერში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ ისაუბრა. ცერცვაძის განცხადებით, ვირუსი არ გამქრალა, თუმცა უკვე დადგა დრო, რომ გარკვეული რეკომენდაციების დაცვით მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლოს.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, მას ზუსტი თარიღის დასახელება გაუჭირდება, რადგან ეს მთავრობის პრეროგატივაა, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეტაპობრივი აღდგენის დრო უკვე მოახლოვდა. ცერცაძის განმარტებით, ეტაპობრივად აღდგენაში იგულისხმა ტრანსპორტის ამოქმედება შემდეგი თანმიმდევრობით: ავტობუსი, მეტრო და ბოლოს მიკროავტობუსი.