მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცერცვაძე: ვცდილობ ვიყო მხნედ და არ ჩამოვრჩე მოვლენებს

თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორი, 2020
1605767949
COVID-19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, მკურნალობას სახლში განაგრძობს. 

როგორც თენგიზ ცერცვაძე ამბობს, მას ახლაც იგივე სიმპტომები აქვს, რაც დასაწყისში. თუმცა, ცდილობს მოვლენებს არ ჩამორჩეს და დისტანციურად იღებს მონაწილეობას საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში.

„ცოტა მეუხერხულება ჩემს შესახებ ამდენი ვწერო, თუმცა ვინაიდან ინტერესი დიდია და შეუძლებელია ყველა სატელეფონო ზარს ვუპასუხო აქ დავწერ: ჯანმრთელობის მდგომარეობა იგივეა და მკურნალობას სახლში ვაგრძელებ-ღამით ტემპერატურა 37.5 გრადუსი მქონდა. ისევ მაწუხებს თავის და ყელის ტკივილი. ძლიერი ხველა და სისუსტე.

მიუხედავად ამისა, ვცდილობ ვიყო მხნედ და არ ჩამოვრჩე მოვლენებს. მაგალითად: გუშინ დისტანციურად მონაწილეობა მივიღე საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში. ფეისბუქში დავწერე მადლობის წერილი, რომელიც თქვენ გეკუთვნით - ვინც ინტერესდებით ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით.

რაც შეეხება ჩემს მეუღლეს - ანა თოფურია თავს უკეთ გრძნობს. ღამით სხეულის ტემპერატურა 37.1 გრადუსი ჰქონდა. უმნიშნელოდ აწუხებდა ყელის და სახსრების ტკივილი.
თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა მკურნალობას სტაციონარში გავაგრძელებ. სულ ეს არის და ეს. გაუფრთხილდით თავს და გისურვებთ ჯანმრთელობას“,- აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔆 Pfizer და BioNTech: ვაქცინა 95%-ით ეფექტურია, ეს საბოლოო ანალიზია

🔆 ლევან გოფოძე: ბინაზე ან კოვიდ-სასტუმროებში მკურნალობა საშიშროებას არ წარმოადგენს

🔆 დავით გადელია: კლინიკებში კოვიდპაციენტების 37% მკურნალობს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია