მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წიგნი პუტინზე - ვინ არის და რას წარმოადგენს სატელიტის ფოტოების ავტორი

დავით ფურცხვანიძე

დღეს, 18 სექტემბერს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზად ოფიციალურად დასახელდა მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია.

პროკურატურამ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის მიერ მიწოდებული სატელიტის ფოტოები ყალბად ცნო. ამის საპასუხოდ მან განაცხადა, რომ სატელიტური ფოტოების გამომგზავნი მზად არის წარსდგეს საჯაროდ და პროკურატურას მისცეს ჩვენება.

მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას დავითს დაურეკა, რომელმაც სატელიტური ფოტოები გადაუგზავნა და ჰკითხა, მზად იყო თუ არა საჯაროდ წარსადგენად, რის შემდეგადაც დადებითი პასუხი მიიღო.

როგორც ირკვევა, დავით ფურცხვანიძეა სატელიტური ფოტოების გამომგზავნი. რომელიც ამბობს, რომ ის იძიებს საქმეს, რომლის ნაწილიც თამარ ბაჩალიაშვილია და ფოტოები შეესაბამება რეალობას, რადგან გარდაცვლილი პროგრამისტი გარკვეულ ფულად მაქინაციებთან დაკავშირებით მოკლეს და თვითმკვლელობას გამორიცხავს.

ვინ არის დავით ფურცხვანიძე?

დავით ფურცხვანიძეს თქმით, ის ამჟამად „უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის" ხელმძღვანელია. კომპანიის რეგისტრაციის თარიღი 2013 წლის 24 დეკემბერია და მის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირად მხოლოდ ფურცხვანიძეა მითითებული.

დავით ფურცხვანიძის სახელზე ბიზნეს რეესტრში რეგისტრირებულია „სპუტნიკ ტვ“ .

დავით ფურცხვანიძის ორგანიზაცია (ESLG)Georgia-ს გამოცემულია წიგნი ვლადიმერ პუტინის შესახებ — „ვლადიმერ პუტინი – თანამედროვე კაცობრიობის ლიდერი“.

putini_o_h.jpeg

ფურცხვანიძეს 2014 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული კრემლთან დაკავშირებული „ევრაზიული კვლევის ინსტიტუტის“ და გორჩაკოვის ფონდის გამართულ მრგვალ მაგიდაში.

ასევე მის სახელზეა რეგისტრირებული კომპანია „გრუსს.ჯი“.

დღეს კი ფურცხვანიძემ განაცხადა, რომ მზად არის ითანამშრომლოს პროკურატურასთან თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით.

ინფორმაციისთვის, 22 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.