მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ციხეში შესვლამდე ყველა მსჯავრდებული 21-დღიან კარანტინს გაივლის

საპატიმრო

"ვერც ერთი ახალდაკავებული პირი ვერ შედის ძველ კონტიგენტთან სანამ არ გაივლის 21-დღიან კარანტინს. ეს არ არის ის, რასაც საზოგადოება ეძახის ციხის კარანტინს. ეს არის ჩვეულებრივი კორპუსი, შესაბამისი პირობებით, რომელიც მოწყობილია მიმღებ ციხეებში",- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა ის პატიმრები, რომლებსაც ვირუსის სიმპტომები საპატიმროში გადაყვანამდე გამოუვლინდებათ, ციხის ტერიტორიაზე ვერ მოხვდებიან.

"ისინი მივლენილი იქნებიან სამოქალაქო კლინიკაში. ასეთი ამ დრომდე იყო 26 პატიმარი და არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა",-აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, 20 მარტიდან ციხის თანამშრომლები მოწმდებიან ციხის გარეთ მოწყობილ სამედიცინო პუნქტებში და თუ მათ სიმპტომები აღმოაჩნდებათ, ისინი არ დაიშვებიან პატიმრებთან.