მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„წინა დღეს შეუძლოდ იყო, ვაქცინაციისთვის მზად არ იყო“ - გარდაცვლილი მედდის მამა

მეგი რობაქიძის მამა

გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის მამის ვეფხია ბაქრაძის ინფორმაციით, მისი შვილი ვაქცინაციამდე ერთი დღით ადრე შეუძლოდ იყო. 

გარდაცვლილი ექთნის მამა ამბობს, რომ მისი შვილი ვაქცინაციისთვის მზად არ იყო.

ამასთან, მომხდარში მეგი ბაქრაძის მამა მედიკოსებს ადანაშაულებს.

„ეს საზარელი ტრაგედია მედიკოსების დაუდევრობამ გამოიწვია. მშობელი მამა მივედი, ვითხოვე, მაჩვენეთ მკვდარია თუ ცოცხალია მეთქი და არ მაჩვენეს. მკვდარი იყო თორემ ხომ მაჩვენებდნენ? მივედი 4 საათზე, ვაქცინაცია ჩატარდა 12:00 საათზე. ჩემთვის არავის სიტყვა არ უთქვამს. ინტერნეტით გავიგე და მივედი საავადმყოფოში. მივედი, ახლოს არ მიმაკარეს, შიგნითაც არ შემახედეს. თბილისში ისე წამოიყვანეს, არც მანახეს. წინა დღეს მეგი შეუძლოდ იყო, არ იყო ვაქცინაციისთვის მზად. რატომ გაუკეთეს აცრა? სიმართლის დადგენას ვითხოვთ, სხვას არაფერს. რატომ არ მაჩვენეს შვილი? ვფიქრობ თბილისში გარდაცვლილი წამოიყვანეს“, - განაცხადა „მთავარი არხის“ ეთერში ვეფხია ბაქრაძემ.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდა მედდას, სავარაუდოდ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მეგი ბაქრაძე კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „ექიმებმა შეცდომა დაუშვეს“ - ახალციხელი ექთნის მეუღლე

🔴 „მეგი რობაქიძის ოჯახის ინტერესია სიმართლე დადგინდეს“ - ადვოკატი