მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წყალტუბოში, სოფელ მაღლაკში ხანძარია

ხანძარი საქართველოს მასშტაბით

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში ხანძარია. ცეცხლი ეკალ -ბარდებს და ბუჩქნარს უკიდია.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი რამდენიმე ჰექტარზე ბალახის საფარს უკიდია. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.

უცნობია რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.