მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წყალტუბოში, სოფელ თერნალის მოსახლეობა 13 მარტიდან სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს

რეაბილიტაცია

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალში წყლის სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა. 

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, შეიცვალა მოძველებული მილები, მოეწყო სრულიად ახალი წყლის სისტემა და მოწესრიგდა შიდა ინფრასტრუქტურა. ასევე, დასრულდა აბონენტთა ინდივიდუალური გამრიცხველიანება.

მათივე ცნობით, სოფელში არსებული ამორტიზებული სისტემის გამო, ხშირი იყო დაზიანებები და წყლის დანაკარგები. 

სამუშაოების შედეგად, პრობლემები სრულად აღმოიფხვრა. ხვალიდან, ადგილობრივი მოსახლეობა გრაფიკიდან სტაბილურ წყალმომარაგებაზე გადავა.