მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცქიტიშვილი: მთავრობა დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება ვირუსს

ინფრასტრუქტურის მინისტრი წყალტუნოში

„შესაძლოა დაგვჭირდეს დამატებითი ღონისძიებების მიღება, ეს დამოკიდებულია იმაზე თითოეული ჩვენგანი როგორ დაიცავს რეკომენდაციებს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, საქართველო დამოუკიდებლად ვერ დაამარცხებს პანდემიას.

„საქართველო დამოუკიდებლად ვერ დაამარცხებს პანდემიას და ასევე მთავრობა დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება ვირუსს. როდესაც ვსაუბრობთ ვირუსის მართვაზე, რა თქმა უნდა, მთავრობას წამყვანი როლი აქვს, მთავრობა განსაზღვრავს პოლიტიკას.

ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად ზუსტად და თანმიმდევრულად დავიცავთ ყველა რეგულაციას, რომელიც გვეხმარება ვირუსის მართვაში და ამაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი წარმატებაც. ხშირად გვესმის სპეციალისტებისგან, რომ პირბადე არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება და ეს ნამდვილად ასეა.

ნებისმიერი შეზღუდვა, რეგულაცია არ შეიძლება განხილული იყოს ცალკე - უნდა მივიღოთ კომპლექსური ზომები“, - განაცხადა ცქიტიშვილმა სატელევიზიო ეთერში.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 აკაკი ზოიძე: ისეთი პროექტი იქნება წარდგენილი, რომელიც სალონების მუშაობას არ ზღუდავს

👉 ეპიდვითარება საქართველოში

👉 „ხვალ გამოცხადდება შეზღუდვები, რომლითაც ქვეყანას მომავალი 2 თვე მოუწევს ცხოვრება“ - პაატა იმნაძე