მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ცოტა განგაშის ზარია შემოსაკრავი“- ცოფის საფრთხე თბილისში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, 2020

„ცოტა განგაშის ზარია შემოსაკრავი, რადგან თბილისში ძაღლებში გამოჩნდა ცოფის შემთხვევები“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნულიო ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ცოფის შემთხვევებს NCDC მუდმივად აკონტროლებს, რადგან ის სასიკვდილო დაავადებაა.

„ცოფი არის სასიკვდილო დაავადება და მისი ერთი შემთხვევაც კი ჩვენთვის განგაშია ხოლმე. წელს ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა ცხოველში და არა ადამიანში, ნუ ავურევთ. სამწუხაროდ, შარშან გვქონდა ჩვენ მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან შემოტანილი ერთი შემთხვევა, რომელიც იყო ადამიანში. იმის წინა წელს გვქონდა 2 შემთხვევა. 2015, 2016 და 2017 წელს ცოფის არცერთი შემთხევვა არ გვქონია საქართველოში. მიმდინარეობს მუშაობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, რომ ეს საკითხი გაკონტროლდეს“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს, დედაქალაქში ცოფის ვირუსის ხუთი შემთხვევაა დაფიქსირებული.