მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თსუ ოთარ ჯაფარიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

თსუ-ს კორპუსის რემონტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თსუ პროფესორის, ცნობილი არქეოლოგის ოთარ ჯაფარიძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს. ამის შესახებ განცხადებას თსუ-ს პრესსამსახური ავრცელებს.

ოთარ ჯაფარიძე საქართველოს ერთ – ერთი წამყვანი არქეოლოგი იყო, რომლის ნაშრომებმა საერთაშორისო გამოხმაურება ჰპოვა. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართველი ტომების ისტორიის კვლევაში ლითონის წარმოების ადრეულ საფეხურზე, ქართველი ხალხის ეთნოგენეზისის კვლევის საქმეში. არის 120 – ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი. 1969 წელს ნაშრომისათვის - „არქეოლოგიური გათხრები თრიალეთში” - მეცნიერთაგან პირველს მიენიჭა ი. ჯავახიშვილის სახელობის პრემია.