მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თსუ-ს ილია ჭავჭავაძის მედალი გადაეცა

თუსუ-ს რექტორი მედლის გადაცემისას

ქართული იდენტობის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ილია ჭავჭავაძის მედალი გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას უნივრსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას, რომელიც ილიაობის დღესასწაულის ფარგლებში საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზუმში გაიმართა, თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი და პროფესორები ესწრებოდნენ.

გიორგი შარვაშიძის ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი ინსტიტუციაა, რომელსაც ილია ჭავჭავაძის მედალი გადაეცა.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ისტორიული მნიშვნელობის ჯილდო მიიღო - ილია ჭავჭავაძის მედალი. ყველაფერი, რაც საქართველოში განათლებასთან, განსაკუთრებით კი უმაღლეს განათლებასთან არის დაკავშირებული, უპირველესად ილია ჭავჭავაძის სახელს უკავშირდება. ამდენად, ძალიან სიმბოლურია, რომ ილიაობის დღესასწაულზე ილია ჭავჭავაძის მედლით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაჯილდოვდა,“ - აღნიშნა თსუ-ის რექტორმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაჯილდოვების გადაწყვეტილება ილიას ფონდის მზრუნველთა საბჭომ და ილიას სახლ-მუზეუმის მესვეურებმა ერთობლივად მიიღეს. სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელის ანდრო ბედუკაძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველია, ვინც ამ ჯილდოს ღირსია.

„ილია ჭავჭავაძის მედლით უნდა დაჯილდოვებულიყო ის გამორჩეული ინსტიტუცია, რომელიც ილიას მემკვიდრე და მისი გზის გამგრძელებელია. ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ დაგვეჯილდოვებინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ვინ უნდა დაჯილდოვებულიყო თუ არა ისეთი ეროვნული ინსტიტუცია, როგორიც არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,“ - განაცხადა ანდრო ბედუკაძემ.

საგურამოში დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას უნივერსიტეტის, ლიტერატურის სფეროს საზოგადოებრიობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პოეტ ტარიელ ხარხელაურის თქმით, ეს ჯილდო მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც უნივერსიტეტის კედლებში სწავლობდა და სწავლობს.

„მე მაქვს სიამაყის განცდა, რომ უნივერსიტეტი ამ ჯილდოს იმსახურებს,“ - აღნიშნა ტარიელ ხარხელაურმა.

ილია ჭავჭავაძის მედალი, რომელიც მერაბ ბერძენიშვილის მიერაა შექმნილი ისეთ გამორჩეულ ინსტიტუტიციას ან პიროვნებას გადაეცემა, რომელსაც საგანმანათლებლო სივრცეში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს.ლილი შეაქვს.