მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თსუ-ს პირველი და მეორე კორპუსების ფასადები განათდა

უნივერსტეტი განათდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსების ფასადები განათდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, შესაბამისი განათების სისტემა უნივერსიტეტის ძალისხმევით დამონტაჟდა.

თსუ-ს მეორე კორპუსის სარემონტო სამუშაოებისა და ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების ეტაპზე, ფასადების განათების გარდა, უნივერსიტეტის ეზოში არსებული დაზიანებული ნარგავები განახლდება. გამწვანების სამუშაოები უახლოეს მომავალში, დედაქალაქის მერიასთან ერთად იგეგმება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე, შენობის გამაგრების სამუშაოები ჩატარდა. ასევე, შეიცვალა სახურავი და ფანჯრები, გარემონტდა ფასადი, სველი წერტილები და დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. რეაბილიტაციის მეორე ეტაპი პირველის მსგავსად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტრომ დააფინანსა. შიდასარემონტო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც,

შენობის სრული რეაბილიტაცია მოხდება, 2021 წელს დასრულდება. პროექტის ღირებულება 21,3 მლნ ლარია.

tsu_o_h.jpeg

javakhishvilis-univeristeti_o_h.jpeg