საზოგადოება

თსუ-ში ახალი სტუდენტური სივრცე მოეწყო

სტუდენტებისთვის სივრცე
15:34 30.06
დაკოპირებულია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეათე (მაღლივ) კორპუსში სტუდენტებისთვის სოციალური სივრცე მოეწყო. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მაღლივი კორპუსის ფოიე თანამედროვე დიზაინის ავეჯითა და ტექნიკით აღიჭურვა. ახალი გარემო სტუდენტებს კითხვის, დასვენების, სოციალური ინტერაქციის საშუალებას მისცემს.

როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, პროექტი „საქართველოს ბანკის" ფინანსური მხარაჭერით განხორციელდა. ახალი სტუდენტური სივრცე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა საღინაძემ, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ღაღანიძემ, „საქართველოს ბანკის" ბრენდ-მენეჯერმა ალექსანდრე ჩიქობავამ  დაათვალიერეს.

თსუ-ს რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს რამდენიმე მასშტაბური პროექტი აქვს წამოწყებული, რომელიც შეუფერხებლად მიმდინარეობს.

„ახალი სასწავლო წლისთვის ვემზადებით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბევრი ახალი სტუდენტური სივრცე მოეწყო. ერთ-ერთია მეათე კორპუსის ფოიე, სადაც სტუდენტებისთვის არაჩვეულებრივი გარემო შეიქმნა. დიდი მადლობა საქართველოს ბანკს მხარდაჭერისთვის. ბევრი კორპუსის მოწესრიგება გვაქვს დაწყებული, მათ შორის არის მეორე კორპუსის სრული რეაბილიტაცია. მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო და კვლევით ინფრასტრუქტურას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა“, - განაცხადა თსუ რექტორმა. 

საქართველოს ბანკის ბრენდ-მენეჯერის ალექსანდრე ჩიქობავას თქმით, უმნიშვნელოვანესია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომელიც სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს და პროდუქტიულს გახდის.

“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში მაღლივ კორპუსში სამუშაო და მოსასვენებელი სივრცე შევქმენით, სადაც სტუდენტები შეძლებენ მეცადინეობას, დასვენებას, მეგობრებთან ურთიერთობას. ვფიქრობთ, ეს ადგილი სტუდენტებში ძალიან პოპულარული გახდება“,- აღნიშნა ალექსანდრე ჩიქობავამ.

თსუ მეათე კორპუსში გასული წლის დეკემბერში კვების ახალი ობიექტი გაიხსნა, რომელიც თსუ სტუდენტებს შეღავათიანი ფასებით ემსახურება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები ეტაპობრივად მიმდინარეობს. 2023 წლისთვის ყველა ძირითადი სასწავლო და კვლევითი სივრცე რეაბილიტირებული იქნება.

ალექსანდრე ლუკაშენკო

ლუკაშენკო მეექვსე ვადით არჩევისთვის ემზა...

ბელარუსში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 9 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝᲡ ᲒᲐᲘᲛᲐᲠᲗᲔᲑᲐ. ცვლილების შესაძლე...
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს....
40 წუთის წინ
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ვიდეო მიმართ...
11:55
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მორიგი ჩარტერული რეისი შესრულდა. თბილისი-ბერლინი-ბათუმის რეისს 17...
11:47
4 ივლისი ამერიკის დამოუკიდებლობის დღეა. ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს დიდი ბრიტანეთისგან დამოუკი...
10:32
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 4 ივლისი 2020 წ. საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 4 პაციენტ...
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 4 პაციენტი განიკურნა. 4 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონ...
10:21
პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებ...
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა გერმანიიდან საქართველოს სა...
დმანისის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამ...
ვახტანგ გომელაურმა გორში დაღუპული პოლიცი...
შინაგან საქმეთა სამინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გორში დაღუპული პოლიციელის ოჯახს მ...