მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წულუკიანი: საზოგადოების ქცევაზეცაა დამოკიდებული, გაგრძელდება თუ არა საგანგებო

იუსტიციის მინისტრი

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე მსჯელობა საწყის ეტაპზეა და ის აქტიურ ფაზაში მაშინ შევა, როცა ვადის ამოწურვის თარიღი მოახლოვდება.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება საზოგადოების ქცევაზეც იქნება დამოკიდებული.

"გადაწყვეტილება მიღებული იქნება ორი ფაქტორის გათვალისწინებით, ეს არის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, სადაც ჩვენ პროფესიონალების აზრს გავითვალისწინებთ, როგორც ეს აქამდე ხდებოდა, შემდეგ უკვე სხვადასხვა უწყებების მხრიდან წარმოდგენილი მოსაზრებები და საჭიროებები იქნება გათვალისწინებული, ასევე რა თქმა უნდა მხედველობაში მიღებული იქნება საზოგადოების ქცევის მდგომარეობა. მთავრობის მიერ გადაწყვეტილებების მიღებისას, გათვალისწინებულია საზოგადოების ქცევა. თუ ყველა უმკაცრესად იცავს წესებს, იქ მთავრობას შეიძლება ერთგვარი მიდგომა ჰქონდეს, თუ წესებს იცავს საზოგადოების ერთი ნაწილი და დანარჩენი არ იცავს, გადაწყვეტილება შეიძლება იყოს სხვაგვარი", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდეა გამოცხადებული.