მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ დავრწმუნდები, რომ ვაქცინა აუცილებელია, გავიკეთებ“ - მეუფე ნიკოლოზი

მეუფე კომენტარის გაკეთებისას

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიციაზე ჯერ ვერ ისაუბრებს. 

მეუფე ნიკოლოზის თქმით, ადამიანი გაიკეთებს თუ არა ვაქცინას, არჩევანი თავისუფალი უნდა იყოს.

„რაც შეეხება ვაქცინაციასა და საპატრიარქოს პოზიციას, წინასწარ მინდა გითხრათ, რომ მე საპატრიარქოს პოზიციას ზუსტად ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ჯერ არის ჩამოყალიბებული. ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ვაქცინაცია რას ნიშნავს, მე უფრო მეტი შეკითხვა მაქვს, ვიდრე პასუხი.

ჩვენ არ ვართ დარგის სპეციალისტები. ამ დარგის სპეციალისტებს უნდა მოვუსმინოთ, რას გვეტყვიან. როგორც ვაქცინა გამოჩნდება, ეს უნდა იყოს ადამიანის თავისუფალი არჩევანი, უნდა გაიკეთოს, უნდა არა. თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, მე არანაირი ვაქცინა არ გამიკეთებია, რადგან გრიპი არ მემართება ხოლმე. ახლა დამემართა კოვიდი, ძალიან იოლ ფორმებში გადავიტანე. ამიტომ, არანაირი მოტივაცია არ მაქვს, რომ რაიმე ვაქცინაცია გავიკეთო. თუ დავრწმუნდები, რომ ვაქცინა აუცილებელია, გავიკეთებ, აბა რას ვიზამ“, - განაცხადა „დღის კურიერთან“ საუბარში მეუფე ნიკოლოზმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „საქართველოს შეუძლია ნებისმიერი ტემპერატურული მოთხოვნის ვაქცინა მიიღოს“ - თამარ გაბუნია

✔️ „3 ეტაპია გეგმაში განსაზღვრული“ - თამარ გაბუნია ვაქცინაციაზე განმარტებას აკეთებს