მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ტურისტებს ვერ ვუხსნით თუ რატომ უნდა დაიძინონ 9 საათზე“ - შალვა ალავერდაშვილი

შალვა ალავერდაშვილი

სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელის, შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, სახმელეთო გზა ტურისტებისთვის უნდა გაიხსნას, რადგან მაისში ტურისტული სეზონისთვის ხელსაყრელი დრო მოდის.

„აუხსნელია და ტურისტებს ვერ ვუხსნით თუ რატომ უნდა დაიძინონ 9 საათზე. ასევე, სახმელეთო საზღვრების გახსნა უმთავრესია, მაისის პერიოდში არის პოსტსაბჭოთა სივრცეში დასვენების დრო 12-14-დღიანი დასვენებაა და ეს პერიოდი უნდა გამოვიყენოთ“- განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ბიზნესასოციაციები ითხოვენ, მოიხსნას ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა, ქვეყანაში დაიწყოს ტურისტული სეზონისთვის აქტიური მზადება, სარესტორნო ბიზნესმა დაიწყოს ფუნქციონირება შაბათ-კვირას რეგულაციების დაცვით.

ისინი პრემიერ-მინისტრს მიმართავენ და მზადყოფნას გამოთქვამენ, მონაწილეობა მიიღონ ანტიკრიზისული გეგმის მომზადებაში.

იხილეთ აგრეთვე:

✅მოიხსნას კომენდანტის საათი - ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები პრემიერს მიმართავენ