საზოგადოება

ტურისტულ ტრანსპორტზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის განკუთვნილი რეგულაციები გავრცელდება

ტურისტული ავტობუსი
1592822598
დაკოპირებულია

ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ტურისტული ტრანსპორტისთვის დადგენილი სტანდარტები საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის დაწესებულ რეგულაციებს უთანაბრდება, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 22 ივნისის სხდომაზე მიიღეს.

საბჭოს წევრებმა მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილეს და ხაზი გაუსვეს მაღალი მობილობის პირობებში ვირუსის გავრცელების კონტროლის იმ შედეგების შენარჩუნების აუცილებლობას, რომელიც დღეს საქართველოს აქვს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტურიზმის გახსნის მიმართულებით ფრთხილი და ეტაპობრივი მიდგომის შენარჩუნების აუცილებლობაზე.

საქართველოს წარმატებული მოლაპარაკებები ჰქონდა პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის ისრაელსა და ევროკავშირის სხვადასხვა სახელმწიფოსთან, თუმცა აღნიშნულმა ქვეყნებმა, მათ ქვეყნებში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ტურიზმის და საერთაშორისო საზღვრების გახსნის გარკვეული პერიოდით გადავადება გადაწყვიტეს. ამასთან, საქართველო ყურადღებით ეცნობა ევროკავშირში არსებულ ტენდენციებს, რომლის ფარგლებში პირველ ეტაპზე მხოლოდ შიდა საზღვრები გაიხსნა, ხოლო სხვა ქვეყნებთან მიმართებაში შეთანხმება მიღწეული არ არის და შესაბამის გადაწყვეტილებებს საერთაშორისო ტურიზმთან მიმართებაში, არსებული ვითარების გათვალისწინებით, საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გააცნობს.

საბჭოს სხდომაზე ყურადღება გამახვილდა PCR ტესტირებების გაფართოების პროცესსა და მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ ჯგუფებში ტესტირების მიმდინარეობაზე, ასევე კლინიკებში არსებულ შესაძლებლობებზე. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 908 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 761 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 14 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2662 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 255 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

მოსალოდნელი ამინდის
პროგნოზი

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ექსპრემიერი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ბრიუსელში გაემგზავრა.

1623733660

ევრო 2020-ის მე-4 სათამაშო დღე ესპანეთსა და შვედეთს შორის უგოლო ფრით დასრულდა.

1623705246

იემენის სანაპიროსთან მეთევზეებმა, 25 მიგრანტი ადამიანის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

1623703989

„ნოვოვაქსის“ ვაქცინამ 90%-ზე მეტი ეფექტიანობა აჩვენა, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

1623703144
ელექტროენერგიის მიწოდება

15 ივნისს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომა...

სხვადასხვა სამუშაოს გამო 15 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

20 ივნისის შემდეგ იყო მოსაზრება, გიორგი...

„20 ივნისის შემდეგ, უახლოეს პერიოდში, იყო ასეთი მოსაზრება და არაერთი ლიდერიც საუბრობდა ამასთან დაკავშირებით, რომ უმჯობესი იყო გახარიას დაეტოვებინა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

„ოპერაციას გეგმავდნენ გიორგი გახარია და...

„გახარიას მხრიდან 20 ივნისის ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი, რამაც საბოლოო ჯამში მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა. - ოპერაციას გეგმავდნენ ორნი - გახარია და საბანაძე, შესაბამისად ყველაფერში იყვნენ ჩართულები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიი...

„21 ივნისს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან შეხვედრა იგეგმება“, - აღნიშნა საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.