მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტურიზმის ადმინისტრაციამ ფოტოგრაფებისთვის კონკურსი გამოაცხადა

ტურიზმის ადმინისტრაცია ფოტოკონკურსს აცხადებს

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ფოტოგრაფებისთვის კონკურსი გამოაცხადა.

როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ფოტოკონკურსით ნებისმიერ ფოტოგრაფს საშუალება ეძლევა, წვლილი შეიტანოს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებაში.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კონკურსის მიზანია კოვიდ-19-ის დროს დაზარალებული პროფესიების გაძლიერება,საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის პოზიციონირება და ერთობლივი ძალებით შიდა ტურიზმის სტიმულირება“,- აცხადებენ ტურიზმის ადმინისტრაციაში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შერჩეული საუკეთესო ფოტომასალას საქართველოს ტურისტული პოტენციალის რეკლამირებისათვის გამოიყენებს ავტორის მითითების უზრუნველყოფით.

ფოტოკონკურსის კატეგორიები შემდეგნაირად განისაზღვრა:

• სტუმარმასპინძლობა
• ბუნება
• გასტრონომია
• კულტურული ძეგლები

კონკურსში მონაწილეობა უფასოა. ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადაა 20 ოქტომბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გაეცანით კონკურსის წესებსა და პირობებს- https://kolga.ge/c/gnta/rules
კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]